ზურაბ წერეთელი.
როცა მოსკოვში მცხოვრებ ქართველებე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ზურაბ წერეთელი გვახსენდება. 
იგი ყველაზე პოპულარული ქართველია მთელს რუსეთში და იმდენად ცნობადი, რომ მის შესახებ შექმნილი ანეგდოტების მიხედვით ინტერნეტ საიტიც არსებობს.
Приходит Церeтели к Лужкову и говорит:
- Юрь Михалыч, дай мне Царь-Колокол...
Лужков:
- А зачем тебе?
- Да скульптурку здесь ваяю. "Тройка" называется. Так мне колокольчика не хватает.



* * *
В Москве открыт новый памятник
Название: поминальная свеча по телевидению Автор: Зураб Церетели
Местонахождение: Останкино
                                                                    * * *
Египетские и мексиканские пирамиды, Стоунхендж, статуи острова Пасхи... У каждого народа свои Церетели.




* * *
Око за око, зуб за зуб: потомки Петра Первого поставили памятник Зурабу Церетели.
* * *
Сталин, Берия, Шиварнадзе, Церетели... Кто следующий сил не пожалеет для блага рссиян?
ანუ მისი სახელი რაღაც დიდს, გრანდიოზულს, მონუმენტურს უკავშირდება და ეს ასეც არის. მისი ნამუშევრების უმეტესობა ზომაში მართლაც უზარმაზარია.
პეტრე პირველის ძეგლი მოსკოვში 98 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო გამარჯვების მონუმენტი 142 მეტრის.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია მაცხოვრის სახელობის კათედრალური ტაძარი მოსკოვში და წმინდა გიორგის ქანდაკება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინ, ნიუ-იორკში.
მაცხოვრის სახელობის ტაძარი სიმაღლეში 105 მეტრია, სიგანეში 85. იგი 10 000 ადამიანზეა გათვლილი. მისი ფრესკული მოხატულობა 22 000 კვ. მეტრია, მათ შორის 9000 კვ. მეტრი მოოქროვილი. ტაძარი იმავე ადგილზეა აშენებული სადაც მისი ორიგინალი იდგა და რომელიც კომუნისტებმა 1931 წლის 5 დეკემბერს დაანგრიეს. 
მ.ი. კალინინის ბრძანებით მაშინ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებას სპორტის სასახლე უფრო ჭირდებოდა ვიდრე ეკლესია, ამიტომაც მას შემდეგ რაც მრავალი თვის განმავლობაში ტაძარი ვერაფრით დაანგრიეს, გადაწყდა მისი აფეთქება. დღეს ჩუკოტკიდან ჩამოსულმა ესკიმოსმაც იცის რომ ეს ტაძარი ზურა წერეთლის აშენებულია.
"ბოროტს სძლია კეთილმა". ასე ქვია ამ ქანდაკებას რომელიც გაეროს წინ დაიდგა 1990 წელს. დრაკონი, რომელსაც წმინდა გიორგი ამარცხებს ბირთვული რაკეტების, ამერიკული პერშინგისა და საბჭოური CC-20-ის ნაწილებისგან შედგება. მხედარი მთლიანად ბრინჯაოსია და 40 ტონას იწონის. მონუმენტი საბჭოთა კავშირმა გადასცა გაეროს, განიარაღებისა და ცივი ომის დასამარების  ნიშნად. პირადად მე მეამაყება რომ მისი ავტორი ჩემი თანამემამულეა და მისი სახელწოდებაც რუსთაველის აფორიზმაა.

ვისაც ზურა წერეთლის დეტალური ბიოგრაფია და ნამუშევრების ჩამონათვალი გაინტერესებთ ამ ბმულზე გადადით.
მე კი ამ ბლოგზე განვაგრძობ თხრობას.

http://youtu.be/pEEMi2j6lYE