ქართული რუსოფობია


     გაგვიგია და ვიცით, რომ ებრაელების არ-სიყვარულს ანტისემიტიზმი ქვია, სომხების არ-სიყვარულს არმენოფობია და რუსების სიძულვილს კი რუსოფობია. ებრაელებმაც, სომხებმაც და რუსებმაც ეს ჩვენზე კარგად იციან და შეგუებული არიან ამას. გასაოცარი ის არის, რომ არც ანტისემიტიზმმა და არც არმენოფობიამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ რუსოფობია კი ჩვენთან ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც უკრაინაში, ბალტიისპირეთში ან ევროპაში.



    რატომღაც, ქართველ რუსოფობს ჰგონია რომ იგი ყველაზე მაგარი რუსოფობია ამ პლანეტაზე, ფიქრობს, რომ ყველაზე გულდათუთქული პატრიოტია თავისი ქვეყნის და რუსების ლანძღვით სამამულიშვილი საქმეს აკეთებს. მისი აზრით , თუ ყველაფერ რუსულს შეებრძოლება ამით "კაცურ"  საქმეს გააკეთებს. ინტელექტუალის, განათლებულის შთაბეჭდილებას დატოვებს და პლიუს კიდევაც ხელს გაიშვერს 40 კილომეტრში მდგარი რუსული ტანკისკენ. "აი ხომ ვამბობდი, რუსი არის სოლდათი, დამპყრობი, ოკუპანტი".    ასე ამართლებს იგი თავის რუსოფობიას.

    დავმშვიდდეთ. ქართველები  რუსებს რუსოფობიით ვერ გავაკვირვებთ. უკრაინაში არსებობენ ქალაქები, თაობები და სოციალური ფენები, რომლებიც დღესაც კატეგორიულად არ უყურებენ რუსულ ტელეარხებს. იციან, მაგრამ არ საუბრობენ რუსულად. უკრაინული როკ ჯგუფი ოკეან Океан Ельзи, რომელიც ძირითადად რუსეთშია პოპულარული, რუსეთში გასტროლიორობს და შემოსავლის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან აქვს, კატეგორიულად და პრინციპიალურად არ ასრულებს რუსულ სიმღერებს. ისეთი რუსოფობია როგორიც უკრაინაშია საქართველოს არც კი დაესიზმრება, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის დღეს-დღეობით საკმაოდ  ნორმალური ურთიერთობაა. უფრო მეტიც, რუსებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან რომ მათ ვერ იტანენ ევრო-ამერიკაში და ისიც იციან რატომ ?!  ამ მხრივ ჩვენ და რუსებს, თითქმის ერთნაირი პრობლემა გვაქვს.  მართალია ქართველოფობია ( როგორც ფენომენი ) ჯერ არ არსებობს, მაგრამ კარგად ვიცით ჩვენი თანამემამულეები როგორ იქცევიან ევროპაში. კარგად მოგვეხსენება რა რეპუტაციაც გვაქვს მათი გადამკიდე, ჰოდა როგორც ჩვენი უღირსი თანამემამულე ირცხვენს  თავს თავისი ცუდი საქციელით, ისევეა რუსებშიც.  ე.წ. რუსული "ბიდლო" საზღვარგარეთ ამაზრზენად იქცევა და შესაბამის რეპუტაციასაც იმსახურებს.


    როგორც აღმოჩნდა რუსოფობიას დიდი ისტროია აქვს და იგი ნაპოლეონის დროინდელი ეპოქიდან არსებობს, თან რამდენიმენაირია:
    -  იდეოლოგიური რუსოფობია - ძირითადად პოლიტიკური შინაარსის; 
    - "ქვედა" რუსოფობია, ანუ ნეგატიური დამოკიდებულება სახელდობრ რუსული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ( ფართოდ გავრცელებულია მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ) ;
    - ელიტარული რუსოფობია,  ზოგიერთი ქვეყნის ან მთელი რეგიონის ანტირუსული განწყობილება. მას არაფერი არ აქვს საერთო  "ქვემო" რუსოფობიასთან. ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ მმართველობის, ანუ ელიტის მიმართ სიძულვილი, რომელსაც თან ახლავს პირიქით, უბრალო რუსი ხალხის მიმართ სიმპატია.
    ... და შერეული რუსოფობია, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი ფობიები ერთნაირი დოზით არის წარმოდგენილი.
თუ თქვენ აღმოაჩენთ რომ რუსოფობი ხართ, ჯერ დაფიქრდით ამ ჩამონათვალიდან რომელს მიეკუთვნებით და კარგად გაიაზრეთ რატომ არ გიყვართ რუსები?!


     თუ თქვენს ირგვლივ არც ერთი რუსი არ ცხოვრობს, არ იცნობთ არც ერთ რუსს,  არ გაქვთ მათთან არანაირი შეხება, მით უმეტეს თქვენთვის არც ერთ რუსს კონკრეტულად არაფერი დაუშავებია და მიუხედავად ამისა მაინც არ გიყვართ რუსები, მაშინ თქვენ ხართ პროპაგანდისტული რუსოფობი. ანუ ყურმოკრული, სხვების მოყოლილი და მედიაში ნანახი ან წაკითხული ინფორმაციების მსხვერპლი ბრძანდებით.



    თუ თქვენ ხართ ქართველი, უკრაინელი, ფინელი ან იაპონელი, ბუნებრივია ტერიტორიული პრობლემებიდან გამომდინარე არ გიყვართ რუსული პოლიტიკა და გეჯავრებათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ რუსი ხალხის წინააღმდეგ არაფერი პრეტენზია არ გაგაჩნიათ.
    მოკლედ პალიტრა ფართოა. კიდევ შეიძლება ალბათ აქ სხვა ტიპის რუსოფობიის განშტოებები განვიხილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ქართველები ვართ, გვაინტერესებს სად იწყება და როგორ ვითარდება რუსოფობია საქართველოში.
    პირადად მე, პირველ რიგში კონსტანტინე გამსახურდია მახსენდება. ყველას გვახსოვს თქმულებები, ჭორები თუ სკანდალები, მისი ქრონიკული რუსოფობიის შესახებ. ამბობენ რომ მაღალჩინოსან,  წითელ ჩინოვნიკებთან შეხვედრებზე, ბატონი კონსტანტინე თარჯიმანს იყენებდა, მიუხედავად იმისა რომ ჩინებულად იცოდა რუსული, მაგრამ კატეგორიულად ცდილობდა ამ ენაზე არ ელაპარაკა. ამ ხაზის გამგრძელებელი იყო მისი ვაჟიც. ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოში მომხდარი ყველა ნეგატიური მოვლენის სათავე მუდამ რუსეთი და კრემლი იყო.    ... და  ბოლოს ანეგდოტებიც დადიოდა ამ თემაზე.
    
 ... და ქართული  რუსოფობიის აპოგეა, მიხეილ სააკაშვილი !  თავი დავანებოთ იმას , რომ მისი რიტორიკა მუდამ რუსოფობიური იყო. მთავარი ისაა, რომ სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებებით მან ისეთი რუსოფობია დათესა საქართველოში, რომელიც გასცდა პოლიტიკურ თუ სამხედრო დაპირისპირების საზღვრებს და ასტრალურ ფორმებში გადაიზარდა.
     სააკაშვილის რუსოფობია იმდენად ავადმყოფურ ფორმებში გადაიზარდა, რომ კარგად გვახსოვს, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადება, როცა მან კატეგორიულად მოითხოვა პუშკინის ძეგლის გადატანა თავისუფლების მოედნიდან და ასევე მოითხოვა სახელების გადარქმევა იმ ქუჩებისთვის, რომლებიც რუსი პოეტების ან მწერლების სახელებს ატარებდნენ.
    საქმე იქამდე მივიდა, რომ არა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, დარწმუნებული ვარ მოედანზე გამოიტანდნენ ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვა რუსი კლასიკოსების წიგნებს და საჯაროდ დაწვავდნენ, როგორც ეს ჰიტლერმა გააკეთა.
    "მიშისტური" მედიის მიერ ყოველდღიურად და დღეში ასჯერ გადაცემული რუსოფობიური სიუჟეტებისგან დაზომბილი 20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც დაიბადნენ უშუქობის დროს და გაიზარდნენ თურქული "კერასინკები"-ს სითბოში, ბუნებრივია აღმერთებენ სააკაშვილს. მან მოუტანა შუქი, ინტერნეტი, ზაფხულის ბანაკები და "ბუჩქები". მათი ცხოვრება  გამოქვაბული მდგომარეობიდან ცივილურ და ზოგიერთებისთვის კი ევრო-ამერიკულ უნივერსიტეტებამდე განვლილი ევოლუციაა და ბუნებრივია ვერც ხვდებიან რას ერჩიან ამ კაცს.
    პოსტსაბჭოთა ახალგაზრდა თაობის უმეტესობა , რომლებიც 1989 წლის შემდეგ დაიბადა, მასიურად რუსოფობები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ მათგანს ცხოვრებაში არც კი უნახავს ცოცხალი რუსი.



    დაუმატეთ ამას სხვა, უფროსი თაობის ამა თუ იმ მიზეზით გარუსოფობებული ფენებიც და ვხედავთ რომ ამ მხრივ საქართველო ორ ნაწილად იყოფა. რუსოფობებისგან და ყველა დანარჩენისგან. თუ რა რაოდენობით არიან ისინი გადანაწილებული ამაზე სტატისტიკოსებმა ატარონ გამოკვლევევი, მაგრამ ფაქტია რომ ამ ეტაპზე საქართველოში იმდენი რუსოფობია, რამდენიც არ ყოფილა ისტორიის განმავლობაში არასოდეს. მათი უმეტესობა ამჟამადაც ფსევდომიშისტურ ორბიტებზე იმყოფება და დღესდღეობითაც სიტყვა მიშისტი და სიტყვა რუსოფობი თანაბარი აზრის მატარებელია.



    მიუხედავად ამ ყველაფრისა,  რუსულ-ქართული 5 დღიანი ომისა, რუსი სოლდათების მიერ ქართველი ჯარისკაცის ხერხემალში გადამტვრევის კადრებისა და კიდევ ყველა უბედურობისა, რომელიც თავს გადახდა საქართველოს, ამ ქვეყანაში მაინც არსებობენ ადამიანები, ვისაც არათუ არ სძულს რუსები არამედ სიმპატიითაც არიან მათ მიმართ განწყობილნი. ისინი თვლიან , რომ პოლიტიკა თავისთვისაა და ხალხი თავისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ სასტიკად გაჭირდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მათ შეინარჩუნეს კონტაქტები, ურთიერთობები და ეხლა მიმდინარეობს სწორედ ამ ურთიერთობების აღდგენის, განახლების პერიოდი.
    თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ იმასაც დავიხავთ რომ ადრე ერთმანეთთან მტრულად დამოკიდებული ქვეყნები ამჟამად მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებიან ერთმანეთთან და სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორებიც არიან. ფრანგებს და გერმანელებს ალბათ არც ახსოვთ რამდენი ომი ყოფილა მათ ქვეყნებს შორის და არა 5 დღიანი, არამედ მრავალწლიანიც, მაგრამ ეხლა მათ შორის პარტნიორული დამოკიდებულებაა.  ქართულ-სომხური ომიც მრავალჯერ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ამჟამად არმენოფობია არ სუფევს ჩვენს ქვეყანაში, სულ არაფერი რომ არ ვთქვათ მრავალსაუკუნოვან ქართულ-თურქული ეპიზოდებზე. არავინ იცის რა პოზიციის იქნება ხვალინდელი რუსული ან ზეგინდელი ქართული ხელისუფლება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ქუჩის ბოლოს მცხოვრები ჩვენი მეგობარი კაია, მაგრამ კარის მეზობელთან ნორმალური ურთიერთობაა აუცილებელი.



    ევრო-ამერიკული იდეოლოგებისგან წაქეზებული "მიშისტური" მთავრობა ომში მიტოვებული აღმოჩნდა. დღესაც, მარჯვნიდან და მარცხნიდან გაისმის ხმალამოღებული და გულანთებული ფიცი, რომ მალე საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდება, მაგრამ არც ერთ მხარეს ამისი თვითონაც არ სჯერავს და საერთოდაც,  ეს თემა უკვე დიდი ხანია ირონიის მომგვრელია.  ევროპას თავად სერიოზული პრობლემები აქვს აღმოსავლეთისკენ გაფართოების გამო და საქართველოსთვის ერთი წუთითაც არ სცალია. ამერიკა კი საქართველოს გამო რუსეთთან პრობლემებს არ შეიქმნის. აკი ათასჯერ მოგვიწოდეს მოაგვარეთ ეგ თქვენი პრობლემები რუსეთთან ჩვენს გარეშეო.   ამბობენ ისტორია მეორდებაო, მაგრამ მერამდენეჯერ უნდა განმეორდეს რომ ზოგიერთებმა ჭკუა ისწავლონ ? როგორც ჩანს კიდევ მრავალჯერ. ასე რომ ქართული ვექტორი დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის კვლავაც ტვინდაჟეჟილი კომპასივით მერყეობს.

   საქართველოშიც და რუსეთშიც ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს ვისაც კატეგორიულად არ სურს ამ ორ ქვეყანას შორის დაახლოება და მათ თავიანთი მიზეზებიც აქვთ ალბათ, მაგრამ დაახლოების პროცესები ისე აქტიურად დაიწყო და ისეთი ინტენსიურობით მიმდინარეობს, რომ ვშიშობ ძნელი იქნება მისი შეჩერება. ამის გამო, სხვათა შორის აფხაზეთშიც და ოსეთშიც აფორიაქდნენ, რადგან იციან, თუ საქართველო და რუსეთი დაახლოვდნენ, მათ კვლავ მოუწევთ ავტონომიებში დაბრუნება. ამ ყველაფერს დაუმატეთ პრემიერის მიერ მოწონებული, ე.წ. "სომხური მოდელი" . გამოცდილება  ქვეყნისა, რომელმაც ადვილად შესძლო ერთნაერად მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა დასავლეთთანაც და ჩრდილოეთთანაც. იდეაშია აგრეთვე რკინიგზის აღდგენაც რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია, მაგრამ როგორც პირი უჩანს ძალიან მარტივად მოგვარდება.
    სავაჭრო და ბიზნეს-კომუნიკაციები თავისთავად იწვევს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. ერგნეთის ბაზარმა ხომ თითქმის მოაგვარა ქართულ-ოსური პრობლემა ? უკვე თავისუფალი მიმოსვლა იყო და ძველი ურთიერთობების აღდგენა.
    ასე რომ ! დაფიქრდით ბატონო რუსოფობებო ჯერ ერთი რა მოტივით ხართ რუსოფობი და მეორეც, ხომ არ ეწინააღმდეგება ეგ თქვენი რუსოფობია სახელმწიფოს ინტერესებს ?  კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობს ეგ თქვენი რუსოფობია თუ ქვეყნის ინტერესებიდან ? ... და ხართ  კი თქვენ პატრიოტები, თუ ხართ ავანტიურისტები ?



   p.s.
მესმის,,, თქვენთვის მტკივნეული კითხვაა )))




_________________________________________________________________________________

საერთოდ სასწაულები ცხოვრებაში ხდება ხოლმე

ნიკო, ლონდონი და მადონა.


ნიკოლაი ციხელაშვილი ჩვენი თანამემაულეა.
იგი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა.
მისი შემოქმედებითი გზაც მოსკოვში მიმდინარეობს.
ნიკო ცნობილი ჯგუფის, "რადანიკ"-ის სოლისტია.
ამ ანსამბლში მღერის მისი მეუღლე და ოთხი შვილი. 
ისე მოხდა რომ ჩვენი თანამემამულე, ქართველი მუსიკოსი აღმოჩნდა ცნობილი მეგა-ვარსკვლავის, მადონას დაბადების დღეზე მიწვეული.
ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და დიდი სიამოვნებით გავესაუბრე ამ ძალზედ საინტერესო ადამიანს.







































- ნიკოლაი, მოგვიყები, როგორ აღმოჩნდი მადონას დაბადების დღეზე ?

- საერთოდ სასწაულები ცხოვრებაში ხდება ხოლმე, არ არის არაფერი შეუძლებელი ამ ქვეყანაზე. ისე მოხდა რომ მადონამ გადაწყვიტა თავისი დაბადების დღე გაემართა ბოშურ სტილში და გამომდინარე იქედან რომ დღეობა თემატურად ბოშური უნდა ყოფილიყო, ეძებდა ამ სტილში მომუშავე  მუსიკოს შემსრულებლებს. მას შესთავაზეს რამდენიმე კანდიდატურა და მათ შორის ჩვენი რეპერტუარიც. მადონამ ჩვენი კოლექტვი აირჩია და ასე გავემგზავრეთ მის დაბადების დღეზე. მანამდე  კი, 2006 წელს მივიღეთ მნაწილეობა სოფიკო შევარდნაძის სატელევიზიო პროგრამაში, " RUSSIA TODAY " რამაც ძალიან გაგვითქვა სახელი დასავლეთში.






















- სად შეხვდით მადონას, მის ოფისში თუ სახლში.

- განსაკუთრებული ხასიათი და განწყობა გეუფლება როცა პირადად მადონას მიწვევით მიდიხარ ბრიტანეთში. იმ დროს დიპლომატიური კონფლიქტი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის. ვიზებს ვერ იღებდნენ მაღალჩინოსანი დიპლომატებიც კი,  ჩვენ კი ზუსტად ერთ საათში გაგვიკეთეს ვიზები. მადონამ პირადად გაუზნავნა  ელჩს წერილი და ჩვენი მოწვევები, სადაც ეწერა -  "ძვირფასო ნიკოლაი და ძვირფასო რადა, გთხოვთ ჩამოიტანოთ  განუმეორებელი რუსული სულის ნაწილი",  გულისხმობდა რა რუსულ-ბოშური მელოდიების სულს, რომელსაც ვმღერივართ, რომელიც გვიყვარს და რომელსაც პროპაგანდას ვუწევთ. მაშინვე ბუნებრივია დაგვემართა ერთგვარი ეიფორია,  არ ვიცოდით სად შესდგებოდა ჩვენი შეხვედრა და როდის.  ყველაფერი  გასაიდუმლლებული იყო.  დეტალებს არავინ გვეუბნებოდა. როცა ლონდონის საბაჟოს თანამშრომლებმა გაიგეს რომ პირადად მადონას მოწვევით ვიყავით ჩასული, გადაწყვიტეს საგულდაგულოდ შევემოწმებინეთ და დიდი ხნის განმავლობაში ჩხრეკდნენ ჩვენს ბარგს. არ სჯეროდათ რომ მართლა მადონას მოწვევით ვიყავით ჩამოსულები, სანამ არ გადმორეკა თავად მადონას მენეჯერმა და პირადად არ დაადასტურა ეს ფაქტი. შეხვედრა მასპინძლებთან იყო ძალიან თბილი, ლონდონის გადატვირთული ქუჩების შემდეგ გავემართეთ ქალაქგარეთ.  მგზავრობის დროს დაგვეუფლა განსაკუთრებული შეგრძნება რადგან აღმოვჩნდით ინგლისური სოფლის ტიპის დასახლებაში.  პატარა კოხტა სახლები თავიანთი არაჩვეულებრივად მდიდრული არქიტექტულით, ნამდვილი ბრიტანული სულის გამოხატულება იყო. პირველი ვინც შეგვხვდა იყო თვითონ გაი რიჩი. ( იმ დროისთვის მადონას მეუღლე და ცნობილი რეჟისორი ) იგი ალბათ სეირნობიდან ბრუნდებოდა, მოტოციკლით იყო და სულ მთლად ამოგანლული ტალახში და მტვერში. 


           Guy Ritchie


შეგვიყვანეს სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში. დავბინავდით. მცირე შესვენების შემდეგ გავემართეთ საკონცერტო მოედნისკენ  ხმის და ინსტუმენტების შესამოწმებლად. აღმოვჩნდით ღია ცისქვეშ გაკეთებულ სცენაზე, სადაც ვიღაც ქალბატონი კიბეზე იდგა და დეკორაციებს ასწორებდა, ალბათ სცენის მუშა იყო. როგორც კი მან დაგვინახა მაშინვე ჩამოირბინა, მოგვიახლოვდა და სათითაოდ ჩამოგვათვა ყველას ხელი. თავზე კეპი ეხურა და სპორტულად ეცვა. გაგვიკვირდა, რომ  სათითაოდ იცოდა ჩვენი სახელები და პერსონაურად ყველას გადაგვიხადა მადლობა ჩამობრძანებისთვის. დიახ ეს ქალბატონი, რომელიც ჩვენ გვეგონა დეკორატორი თუ დიზაინერი აღმოჩნდა არც მეტი არც ნაკლები თავად მადონა. ისე უბრალოდ ეცვა რომ თავიდან ვერც კი ვიცანით. ალბათ თითონაც მიხვდა რომ დავიბენით და გადაწყვიტა ეს დაბნეულობა განემუხტა. მაშინვე დაგვიწყო გულთბილი საუბარი თავისი ახალი გატაცების შესახებ.  გვითხრა რომ ძალიან არის ცხენებით აღფრთოვანებული და მიგვიწვია საჯინიბოში, თავისი ოთხფეხა მეგობრების დასათვალიერებლად. 


რა თქმა უნდა ცოტა შებოჭილები ვიყავით, ჩვენს წინ იდგა მადონა, თვით მეგა ვარსკვლავი. ალბათ თავადაც იგრძნო ეს და - "მე ეხლავე გაგახალისებთო"  გვითხრა. " რუსული ენიდან ვიცი მხოლოდ ორად ორი სიტყვა"-ო და იქვე ჩვენდა გასაკვირვად ხამაღლა წარმოსთქვა ისინი . ეს გახლდათ ორი ყველაზე პოპულარული უწმაწური რუსული  სიტყვა და მათი გაგონება  იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რომ ავტეხეთ ისტერიული სიცილი.  მართლაც ისე გავმხიარულდით, რომ სრულიად დაგვავიწყდა  დაძაბულობა და ჩვენს შორის ბარიერიც თითქოს სრულიად მოიხსნა.  ჩავატარეთ Soundcheck. გავმართეთ ინსტუმენტები. მადონამ მოისმინა ზოგიერთი ჩვენი კომპოზიცია.   საკონცერტო მოედანზე ხმის ბალანსი არაჩვეულებრივად იყო დაყენებული. წარმოიდგინეთ მადონა, მეგა ვარსკვლავი, მას ხომ ხმის საუკეთესო  სპეციალისტები ემსახურებიან. ღია ცის ქვეშ ხმა იმდენად საუცხოოდ ჟღერდა, როგორც აკუსტიკურად იდეალურად გამართულ დარბაზში.


ამის შემდეგ ჩვენს შორის ნამდვილი კოლეგიალური ურთიერთობა დაიწყო. მადონამ მოგვიყვა როგორ ჩატარდებოდა საკონცერტო პროგრამა. რომელი ნომერი რის შემდეგ დაიწყებოდა და დეტალურად გაგვაცნო რეპერტუარი და თანმიმდევრობა. რაკი დაბადების დღე თემატური იყო, ანუ ბოშურ სტილში, შესაბამისად სტუმრებსაც ბოშურად ეცვათ. იქ იყო სტინგის ცოლი, სხვა ცნობადი სახეები შოუ ბიზნესიდან. დაახლოებით ოცამდე ადამიანი. ანუ ვიწრო სამეგობრო წრე.  თხოვნა იყო რომ არ დაგაგვეღო ეს საღამო  კამერებით, მხოლოდ რამდენიმე ფოტოს უფლება მოგვცეს, რადგან ეს იყო კერძო წვეულება. თუმცა თითონ გადაიღეს საუცხოო კადრები და მოგვიანებით ისინი მადონამ თავის ბლოგზეც განათავსა, სადაც აღნიშნა რომ ეს იყო მისი ყველაზე საუკეთესო დაბადების დღე.
























- იმღერა მადონამ თქვენთან ერთად ? და რა სიმღერები შეასრულეთ ერთობლივად ?


- კი, რა თქმა უნდა ერთად ვიმღერეთ, "კალინკა", "ოჩი ჩორნიე", "ეხ რაზ იშო რაზ", სხვა პოპულარული რუსული სიმღერები. გამიკვირდა, რომ მან მრავალი რუსული სიმღერა იცოდა. 
https://soundcloud.com/radanik
არ უძუნწია ემოციებში, როგორც იტყვიან - მთლიანად დაიხარჯა. ბევრი იცინა და იტირა კიდეც, მთელი ღამე  ვმღეროდით. დილამდე გაგრძელდა კონცერტი. ბოლოს ყველას გადაგვეხვია სათითაოდ და დიდი მადლობაც გადაგვიხადა. განსაკუთრებული მადლობა გვითხრა იმის გამო, რომ ჩვენ ოსტატურად  დავეხმარეთ უხერხული პაუზის დროს, როცა კონცერტის მსვლელობისას  ხმა გამოირთო. საქმე იმაშია, რომ, როცა გადავინაცვლეთ მანეჟზე, ( ესეც კონცერტის ნაწილი იყო ) სადაც არაჩვეულებრივი მხედრები გვაჩვენებდნენ თავიანთ პროფესიონალიზმს ცხენებით ჯირითში, მოულოდნელად გამოირთო აპარატურა. გაწყდა ხმა და შეიქმნა უხერხული პაუზა. მაშინვე მე და ჩვენი ანსამბლის წევრებმა ხმის გამაძლერებლების გარეშე გავაგრძელეთ კონცერტი და  ოპერატორები გამოვიყვანეთ ამ უხერხული მდგომარეობიდან. ეს ფაქტი მადონამ განსაკუთრებულად შეაფასა და აღნიშნა.

- ნიკოლაი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შენ აგრეთვე დიდი ხანია გალობ ეკლესიაში და მრავალი ქართული საგალობელი საუცხოოდ იცი ?




- დიახ, აქ მოსკოვში არის ქართული ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია და მე იქ ვგალობ უკვე მრავალი წელია, დაახლოებით 12 წელი იქნება. ქართული საგალობლები ესაა ღვთისგან ბოძებული მუსიკა ჩვენი წინაპრებისთვის. ესაა კრისტალურად სუფთა ჰანგები. გალობა, ეს გახლავთ ღვთის ანგელოზების ექო და ამიტომ, როცა ადამიანი ეხები ამ სამყაროს, თავისდაუნებურად შენც სუფთავდები. სული იწმინდება. უფრო ნათელი ხდები. სამყაროს სხვა თვალით უყურებ და ეს კავშირი შენი წინაპრების კულტურასთან, წარსულთან გაერთიანებს, გაძლევს ცხოვრებისეულ გასაღებს.

 ეპოქამ, რომელმაც შეიქმნა ეს საგალობლები, იყო ყველაზე მკაფიო, ყველაზე ღვთითკურთხეული ეპოქა. მაშინ ქართული საგალობლები განხორციელდნენ ქართულ გენში, ამიტომ ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება როცა ვეხები ამ სულიერებას.
ეს ეკლესია არის საქართველოს პატარა ნაწილი. იგი აშენებულია მართლაც ქართულ მიწაზე. მეფის ბრძანებით მიწა ურმებით ჩამოიტანეს კახეთიდან, ქართლიდან, მესხეთიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან, სვანეთიდან, საქართველოს ყოველი კუთხიდან. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უპროლემოდ აღმოჩნდეთ ქართულ მიწაზე მოსკოვის ცენტში. ყველა ქართველისთვის ვინც აქ ცხოვრობს ეს არის კულტურული და სულიერი ცენტრი.

- მგონი ზუსტად ამ ეკლესიაში სულ ეხლახანს იმყოფებოდა სტუმრად საქართველოს პატრიარქი? გვიამბე შენი შთაბეჭდილებები ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

- დიახ, მისი უწმინდესობა ილია მეორე უკვე მესამედ გვაბედნიერებს თავისი ვიზიტით. კონფლიქტის შემდგომ ეს პირველი ვიზიტი გახლდათ.  პატრიარქი ხომ ქართული მართლმადიდებლობის ბურჯია, იგრძნობა რო მის უწმინდესობაზეა უფლის ჯვარი და იგია კავშირი ზეციურსა და მიწიერ საქართველოს შორის. თითქოს უხილავი ძაფებით უერთდები მას. ეს ძალიან ფაქიზი გრძნობაა და ძნელია ეს გრძნობა სიტყვებით გადმოსცე. მან თავისი ჩამობრძანებით თითქოს გვარგრძნობინა რომ ღმერთი არს ჩვენთან, ეს იყო ძალიან ამაღლებული შეხვედრა მრევლთან.

- ნიკო, რა აზრის ხარ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, შენ ეხლახანს იყავი ჩასული საქართველოში, როგორია შენი შთაბეჭდილებები ?

- მე რუსულ-ქართულ ურთიერთობას ვუყურებ ოჯახური პრიზმიდან. ერთი ოჯახი ვართ, ერთი მამა ღმერთი გვყავს და მართლმადიდებლობა არის ჩვენი საერთო ოჯახი. ძმებს შორის ხშირად ხდება კინკლაობა, დავა, ჩხუბი, მაგრამ ძმები ბოლოს მაინც ძმებად რჩებიან. როგორც უძღები შვილი ისინი მიდიან მამასთან მონანიებით. მთავარია რომ ჩვენმა ხალხებმა მოიშორონ ეს ბრაზი, ისწავლონ პატიება და მიტევება ერთმანეთისადმი. მე ვფიქრობ რომ ძალიან მნივნელოვანია როცა ადამიანები ერთიანდებიან  საერთო რელიგიაში და საერთო კულტურაში. მთავარია რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.
























-საუბარში შემოგვიერთდა რადა, ნიკოს მეუღლე, წარსულში ცნობილი ბოშური მუსიკის შემსრულებლის, ნიკოლაი ერდენკოს ქალიშვილი. მათ ოთხი შვილი ყავთ და ყველას ერთმანეთთან აერთიანებთ მუსიკის სიყვარული. მათ საოჯახო ანსამბლს "რადანიკი" ქვია და საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვთ.


რადა - ჩვენ უკვე თითქმის 17 წელია ერთად ვართ. მუსიკამ შეგვაკავშირა. გვყავს ოთხი შვილი და ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ. გოგონა მღერის, ვაჟი დასარტყამ ინტრუმენტზე უკრავს.  ჩვენი სტილი დამყარებულია იმ სიახლეზე, რომელიც დაამკვირდა მამაჩემმა, ნიკოლაი ივანეს ძე ერდენკომ. მამაჩემმა შექმნა ის, რაც იქამდე არასოდეს, არავის გაუკეთებია.  მან შექმნა ეს უნიკალური მიმართულება და ჩვენ ამ სტილში ვმუშაობთ. ეს უფრო "FUSION", ბოშური სიმღერების დამუშავების მამაჩემისვე შექმნილი მიმართულება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. აქ შედის როკიც, ლატინოც, ჯაზიც.




- როგორც ვიცი ამ ბოლო დროს თქვენს შემოქმედებაში ქართული მიმდინარეობაც გაჩნდა ?

ნიკო -  ჩვენ გვაქვს მთელი ხაზი ქართული მიმართულებით, სიმღერებით, კომპოზიციებით.
რადა - ასე იყო თავიდანვე ჩაფიქრებული რომ ჩვენი ხედვა როგორც ბოშურ ისე ქართულ მუსიკაში ყოფილიყო სახელდობრ ჩვენეული, "რადანიკ"-ის ხედვით დანახული და შესრულებული. ჩვენი მომავალი ალბომი მთლიანად ქართული იქნება და სიამოვნებით ვჩუქნით საქართველოს ჩვენეულ ხედვას. ყველა კონცერტზე , ბოშური სიმღერებთან ერთად აუცილებლად ვასრულებთ ქართულ სიმღერებსაც. რეპერტუარში სხვა მრავალი ეროვნული სიმღერებიც გვაქვს. ყველა სიმღერას ჩვენ ვასრულებთ უშუალოდ ჩვენი ხედვით და ეს ნაზავი ჩემი აზრით უნიკალურია.

- და ბოლოს რას უსურვებდით საქართველოს.

ნიკო - ჩემო ტკბილო ქვეყანავ, ჩემო ლამაზო ქვეყანავ, გაიხარე, ბედნიერად იყავი და ჯანმრთელად იყავი.
რადა - ბედნიერება ჩემო ძვირფასებო, სიყვარული, სიხარული, გისურვებთ მშვიდობიან ცას ჩვენს პლანეტაზე.














ფოტოგალერეა






ზურაბ სოტკილავა - ასე ჩონგური























პარტიები: აბესალომი (ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის "ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი (პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა.

Нани Брегвадзе, Зураб Соткилава Я Вас любил



    ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 
    (დ. 12 მარტი1937სოხუმისაქართველო), 
    ქართველი მომღერალი (ლირიკული-დრამატული ტენორი). სსრკ-ის სახალხო არტისტი (1979).
    1960 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი1965 - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძისკლასი). 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966-1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ"ლა სკალაში" სტაჟიორად. 1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. სოტკილავას აქვს ლამაზი ტემბრის ხმა. მისი შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით. პარტიები: აბესალომი (ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის "ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი (პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელი, პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და "გრან პრი") ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980); ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983). 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.






    Зураб Соткилава родился 12 марта 1937 года в Сухуми.
    С детства играл в футбол, в 16 лет попал в сухумское «Динамо», где играл на месте крайнего защитника, много подключаясь к атакам.
    В 1956 году Соткилава стал капитаном сборной Грузии в возрасте до 20 лет. Через два года попал в основной состав тбилисского «Динамо».[2] Тяжёлые травмы, полученные им в 1958 году в Югославии и в 1959 году в Чехословакии привели к завершению спортивной карьеры.
    В 1973 году дебютировал в Большом театре в Москве в партии Хозе («Кармен» Ж. Бизе), в 1974 году вошёл в оперную труппу театра.
    В 19761988 годах преподавал в Московской консерватории, с 1987 года — профессор кафедры сольного пения. В 2002 году вернулся к преподавательской работе в Московской консерватории.