ნიკო, ლონდონი და მადონა.
ნიკოლაი ციხელაშვილი ჩვენი თანამემაულეა.
იგი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა.
მისი შემოქმედებითი გზაც მოსკოვში მიმდინარეობს.
ნიკო ცნობილი ჯგუფის, "რადანიკ"-ის სოლისტია.
ამ ანსამბლში მღერის მისი მეუღლე და ოთხი შვილი.
ისე მოხდა რომ ჩვენი თანამემამულე, ქართველი მუსიკოსი აღმოჩნდა ცნობილი მეგა-ვარსკვლავის, მადონას დაბადების დღეზე მიწვეული.
ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და დიდი სიამოვნებით გავესაუბრე ამ ძალზედ საინტერესო ადამიანს.
- ნიკოლაი, მოგვიყები, როგორ აღმოჩნდი მადონას დაბადების დღეზე ?
- საერთოდ სასწაულები ცხოვრებაში ხდება ხოლმე, არ არის არაფერი შეუძლებელი ამ ქვეყანაზე. ისე მოხდა რომ მადონამ გადაწყვიტა თავისი დაბადების დღე გაემართა ბოშურ სტილში და გამომდინარე იქედან რომ დღეობა თემატურად ბოშური უნდა ყოფილიყო, ეძებდა ამ სტილში მომუშავე მუსიკოს შემსრულებლებს. მას შესთავაზეს რამდენიმე კანდიდატურა და მათ შორის ჩვენი რეპერტუარიც. მადონამ ჩვენი კოლექტვი აირჩია და ასე გავემგზავრეთ მის დაბადების დღეზე. მანამდე კი, 2006 წელს მივიღეთ მნაწილეობა სოფიკო შევარდნაძის სატელევიზიო პროგრამაში, " RUSSIA TODAY " რამაც ძალიან გაგვითქვა სახელი დასავლეთში.
- სად შეხვდით მადონას, მის ოფისში თუ სახლში.
- განსაკუთრებული ხასიათი და განწყობა გეუფლება როცა პირადად მადონას მიწვევით მიდიხარ ბრიტანეთში. იმ დროს დიპლომატიური კონფლიქტი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის. ვიზებს ვერ იღებდნენ მაღალჩინოსანი დიპლომატებიც კი, ჩვენ კი ზუსტად ერთ საათში გაგვიკეთეს ვიზები. მადონამ პირადად გაუზნავნა ელჩს წერილი და ჩვენი მოწვევები, სადაც ეწერა - "ძვირფასო ნიკოლაი და ძვირფასო რადა, გთხოვთ ჩამოიტანოთ განუმეორებელი რუსული სულის ნაწილი", გულისხმობდა რა რუსულ-ბოშური მელოდიების სულს, რომელსაც ვმღერივართ, რომელიც გვიყვარს და რომელსაც პროპაგანდას ვუწევთ. მაშინვე ბუნებრივია დაგვემართა ერთგვარი ეიფორია, არ ვიცოდით სად შესდგებოდა ჩვენი შეხვედრა და როდის. ყველაფერი გასაიდუმლლებული იყო. დეტალებს არავინ გვეუბნებოდა. როცა ლონდონის საბაჟოს თანამშრომლებმა გაიგეს რომ პირადად მადონას მოწვევით ვიყავით ჩასული, გადაწყვიტეს საგულდაგულოდ შევემოწმებინეთ და დიდი ხნის განმავლობაში ჩხრეკდნენ ჩვენს ბარგს. არ სჯეროდათ რომ მართლა მადონას მოწვევით ვიყავით ჩამოსულები, სანამ არ გადმორეკა თავად მადონას მენეჯერმა და პირადად არ დაადასტურა ეს ფაქტი. შეხვედრა მასპინძლებთან იყო ძალიან თბილი, ლონდონის გადატვირთული ქუჩების შემდეგ გავემართეთ ქალაქგარეთ. მგზავრობის დროს დაგვეუფლა განსაკუთრებული შეგრძნება რადგან აღმოვჩნდით ინგლისური სოფლის ტიპის დასახლებაში. პატარა კოხტა სახლები თავიანთი არაჩვეულებრივად მდიდრული არქიტექტულით, ნამდვილი ბრიტანული სულის გამოხატულება იყო. პირველი ვინც შეგვხვდა იყო თვითონ გაი რიჩი. ( იმ დროისთვის მადონას მეუღლე და ცნობილი რეჟისორი ) იგი ალბათ სეირნობიდან ბრუნდებოდა, მოტოციკლით იყო და სულ მთლად ამოგანლული ტალახში და მტვერში.
![]() |
Guy Ritchie |
შეგვიყვანეს სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში. დავბინავდით. მცირე შესვენების შემდეგ გავემართეთ საკონცერტო მოედნისკენ ხმის და ინსტუმენტების შესამოწმებლად. აღმოვჩნდით ღია ცისქვეშ გაკეთებულ სცენაზე, სადაც ვიღაც ქალბატონი კიბეზე იდგა და დეკორაციებს ასწორებდა, ალბათ სცენის მუშა იყო. როგორც კი მან დაგვინახა მაშინვე ჩამოირბინა, მოგვიახლოვდა და სათითაოდ ჩამოგვათვა ყველას ხელი. თავზე კეპი ეხურა და სპორტულად ეცვა. გაგვიკვირდა, რომ სათითაოდ იცოდა ჩვენი სახელები და პერსონაურად ყველას გადაგვიხადა მადლობა ჩამობრძანებისთვის. დიახ ეს ქალბატონი, რომელიც ჩვენ გვეგონა დეკორატორი თუ დიზაინერი აღმოჩნდა არც მეტი არც ნაკლები თავად მადონა. ისე უბრალოდ ეცვა რომ თავიდან ვერც კი ვიცანით. ალბათ თითონაც მიხვდა რომ დავიბენით და გადაწყვიტა ეს დაბნეულობა განემუხტა. მაშინვე დაგვიწყო გულთბილი საუბარი თავისი ახალი გატაცების შესახებ. გვითხრა რომ ძალიან არის ცხენებით აღფრთოვანებული და მიგვიწვია საჯინიბოში, თავისი ოთხფეხა მეგობრების დასათვალიერებლად.
რა თქმა უნდა ცოტა შებოჭილები ვიყავით, ჩვენს წინ იდგა მადონა, თვით მეგა ვარსკვლავი. ალბათ თავადაც იგრძნო ეს და - "მე ეხლავე გაგახალისებთო" გვითხრა. " რუსული ენიდან ვიცი მხოლოდ ორად ორი სიტყვა"-ო და იქვე ჩვენდა გასაკვირვად ხამაღლა წარმოსთქვა ისინი . ეს გახლდათ ორი ყველაზე პოპულარული უწმაწური რუსული სიტყვა და მათი გაგონება იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რომ ავტეხეთ ისტერიული სიცილი. მართლაც ისე გავმხიარულდით, რომ სრულიად დაგვავიწყდა დაძაბულობა და ჩვენს შორის ბარიერიც თითქოს სრულიად მოიხსნა. ჩავატარეთ Soundcheck. გავმართეთ ინსტუმენტები. მადონამ მოისმინა ზოგიერთი ჩვენი კომპოზიცია. საკონცერტო მოედანზე ხმის ბალანსი არაჩვეულებრივად იყო დაყენებული. წარმოიდგინეთ მადონა, მეგა ვარსკვლავი, მას ხომ ხმის საუკეთესო სპეციალისტები ემსახურებიან. ღია ცის ქვეშ ხმა იმდენად საუცხოოდ ჟღერდა, როგორც აკუსტიკურად იდეალურად გამართულ დარბაზში.
ამის შემდეგ ჩვენს შორის ნამდვილი კოლეგიალური ურთიერთობა დაიწყო. მადონამ მოგვიყვა როგორ ჩატარდებოდა საკონცერტო პროგრამა. რომელი ნომერი რის შემდეგ დაიწყებოდა და დეტალურად გაგვაცნო რეპერტუარი და თანმიმდევრობა. რაკი დაბადების დღე თემატური იყო, ანუ ბოშურ სტილში, შესაბამისად სტუმრებსაც ბოშურად ეცვათ. იქ იყო სტინგის ცოლი, სხვა ცნობადი სახეები შოუ ბიზნესიდან. დაახლოებით ოცამდე ადამიანი. ანუ ვიწრო სამეგობრო წრე. თხოვნა იყო რომ არ დაგაგვეღო ეს საღამო კამერებით, მხოლოდ რამდენიმე ფოტოს უფლება მოგვცეს, რადგან ეს იყო კერძო წვეულება. თუმცა თითონ გადაიღეს საუცხოო კადრები და მოგვიანებით ისინი მადონამ თავის ბლოგზეც განათავსა, სადაც აღნიშნა რომ ეს იყო მისი ყველაზე საუკეთესო დაბადების დღე.
- იმღერა მადონამ თქვენთან ერთად ? და რა სიმღერები შეასრულეთ ერთობლივად ?
- კი, რა თქმა უნდა ერთად ვიმღერეთ, "კალინკა", "ოჩი ჩორნიე", "ეხ რაზ იშო რაზ", სხვა პოპულარული რუსული სიმღერები. გამიკვირდა, რომ მან მრავალი რუსული სიმღერა იცოდა.
https://soundcloud.com/radanik
არ უძუნწია ემოციებში, როგორც იტყვიან - მთლიანად დაიხარჯა. ბევრი იცინა და იტირა კიდეც, მთელი ღამე ვმღეროდით. დილამდე გაგრძელდა კონცერტი. ბოლოს ყველას გადაგვეხვია სათითაოდ და დიდი მადლობაც გადაგვიხადა. განსაკუთრებული მადლობა გვითხრა იმის გამო, რომ ჩვენ ოსტატურად დავეხმარეთ უხერხული პაუზის დროს, როცა კონცერტის მსვლელობისას ხმა გამოირთო. საქმე იმაშია, რომ, როცა გადავინაცვლეთ მანეჟზე, ( ესეც კონცერტის ნაწილი იყო ) სადაც არაჩვეულებრივი მხედრები გვაჩვენებდნენ თავიანთ პროფესიონალიზმს ცხენებით ჯირითში, მოულოდნელად გამოირთო აპარატურა. გაწყდა ხმა და შეიქმნა უხერხული პაუზა. მაშინვე მე და ჩვენი ანსამბლის წევრებმა ხმის გამაძლერებლების გარეშე გავაგრძელეთ კონცერტი და ოპერატორები გამოვიყვანეთ ამ უხერხული მდგომარეობიდან. ეს ფაქტი მადონამ განსაკუთრებულად შეაფასა და აღნიშნა.
- ნიკოლაი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შენ აგრეთვე დიდი ხანია გალობ ეკლესიაში და მრავალი ქართული საგალობელი საუცხოოდ იცი ?
- დიახ, აქ მოსკოვში არის ქართული ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია და მე იქ ვგალობ უკვე მრავალი წელია, დაახლოებით 12 წელი იქნება. ქართული საგალობლები ესაა ღვთისგან ბოძებული მუსიკა ჩვენი წინაპრებისთვის. ესაა კრისტალურად სუფთა ჰანგები. გალობა, ეს გახლავთ ღვთის ანგელოზების ექო და ამიტომ, როცა ადამიანი ეხები ამ სამყაროს, თავისდაუნებურად შენც სუფთავდები. სული იწმინდება. უფრო ნათელი ხდები. სამყაროს სხვა თვალით უყურებ და ეს კავშირი შენი წინაპრების კულტურასთან, წარსულთან გაერთიანებს, გაძლევს ცხოვრებისეულ გასაღებს.
ეპოქამ, რომელმაც შეიქმნა ეს საგალობლები, იყო ყველაზე მკაფიო, ყველაზე ღვთითკურთხეული ეპოქა. მაშინ ქართული საგალობლები განხორციელდნენ ქართულ გენში, ამიტომ ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება როცა ვეხები ამ სულიერებას.
ეს ეკლესია არის საქართველოს პატარა ნაწილი. იგი აშენებულია მართლაც ქართულ მიწაზე. მეფის ბრძანებით მიწა ურმებით ჩამოიტანეს კახეთიდან, ქართლიდან, მესხეთიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან, სვანეთიდან, საქართველოს ყოველი კუთხიდან. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უპროლემოდ აღმოჩნდეთ ქართულ მიწაზე მოსკოვის ცენტში. ყველა ქართველისთვის ვინც აქ ცხოვრობს ეს არის კულტურული და სულიერი ცენტრი.
- მგონი ზუსტად ამ ეკლესიაში სულ ეხლახანს იმყოფებოდა სტუმრად საქართველოს პატრიარქი? გვიამბე შენი შთაბეჭდილებები ამ მოვლენასთან დაკავშირებით.
- დიახ, მისი უწმინდესობა ილია მეორე უკვე მესამედ გვაბედნიერებს თავისი ვიზიტით. კონფლიქტის შემდგომ ეს პირველი ვიზიტი გახლდათ. პატრიარქი ხომ ქართული მართლმადიდებლობის ბურჯია, იგრძნობა რო მის უწმინდესობაზეა უფლის ჯვარი და იგია კავშირი ზეციურსა და მიწიერ საქართველოს შორის. თითქოს უხილავი ძაფებით უერთდები მას. ეს ძალიან ფაქიზი გრძნობაა და ძნელია ეს გრძნობა სიტყვებით გადმოსცე. მან თავისი ჩამობრძანებით თითქოს გვარგრძნობინა რომ ღმერთი არს ჩვენთან, ეს იყო ძალიან ამაღლებული შეხვედრა მრევლთან.
- ნიკო, რა აზრის ხარ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, შენ ეხლახანს იყავი ჩასული საქართველოში, როგორია შენი შთაბეჭდილებები ?
- მე რუსულ-ქართულ ურთიერთობას ვუყურებ ოჯახური პრიზმიდან. ერთი ოჯახი ვართ, ერთი მამა ღმერთი გვყავს და მართლმადიდებლობა არის ჩვენი საერთო ოჯახი. ძმებს შორის ხშირად ხდება კინკლაობა, დავა, ჩხუბი, მაგრამ ძმები ბოლოს მაინც ძმებად რჩებიან. როგორც უძღები შვილი ისინი მიდიან მამასთან მონანიებით. მთავარია რომ ჩვენმა ხალხებმა მოიშორონ ეს ბრაზი, ისწავლონ პატიება და მიტევება ერთმანეთისადმი. მე ვფიქრობ რომ ძალიან მნივნელოვანია როცა ადამიანები ერთიანდებიან საერთო რელიგიაში და საერთო კულტურაში. მთავარია რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.
რადა - ჩვენ უკვე თითქმის 17 წელია ერთად ვართ. მუსიკამ შეგვაკავშირა. გვყავს ოთხი შვილი და ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ. გოგონა მღერის, ვაჟი დასარტყამ ინტრუმენტზე უკრავს. ჩვენი სტილი დამყარებულია იმ სიახლეზე, რომელიც დაამკვირდა მამაჩემმა, ნიკოლაი ივანეს ძე ერდენკომ. მამაჩემმა შექმნა ის, რაც იქამდე არასოდეს, არავის გაუკეთებია. მან შექმნა ეს უნიკალური მიმართულება და ჩვენ ამ სტილში ვმუშაობთ. ეს უფრო "FUSION", ბოშური სიმღერების დამუშავების მამაჩემისვე შექმნილი მიმართულება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. აქ შედის როკიც, ლატინოც, ჯაზიც.
- როგორც ვიცი ამ ბოლო დროს თქვენს შემოქმედებაში ქართული მიმდინარეობაც გაჩნდა ?
ნიკო - ჩვენ გვაქვს მთელი ხაზი ქართული მიმართულებით, სიმღერებით, კომპოზიციებით.
რადა - ასე იყო თავიდანვე ჩაფიქრებული რომ ჩვენი ხედვა როგორც ბოშურ ისე ქართულ მუსიკაში ყოფილიყო სახელდობრ ჩვენეული, "რადანიკ"-ის ხედვით დანახული და შესრულებული. ჩვენი მომავალი ალბომი მთლიანად ქართული იქნება და სიამოვნებით ვჩუქნით საქართველოს ჩვენეულ ხედვას. ყველა კონცერტზე , ბოშური სიმღერებთან ერთად აუცილებლად ვასრულებთ ქართულ სიმღერებსაც. რეპერტუარში სხვა მრავალი ეროვნული სიმღერებიც გვაქვს. ყველა სიმღერას ჩვენ ვასრულებთ უშუალოდ ჩვენი ხედვით და ეს ნაზავი ჩემი აზრით უნიკალურია.
- და ბოლოს რას უსურვებდით საქართველოს.
ნიკო - ჩემო ტკბილო ქვეყანავ, ჩემო ლამაზო ქვეყანავ, გაიხარე, ბედნიერად იყავი და ჯანმრთელად იყავი.
რადა - ბედნიერება ჩემო ძვირფასებო, სიყვარული, სიხარული, გისურვებთ მშვიდობიან ცას ჩვენს პლანეტაზე.




















